მათეუსი: ,,2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინას უნდა მოეგო”

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებს უნდა მოეგო.

,,2014 წელს ტურნირის მთავარი მომენტი ბრაზილიასთან 7:1 მოგება იყო.

ფინალში არგენტინას უნდა გაემარჯვა. ნოიერისა და იგუაინის შეჯახების შემდეგ, მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ჩვენ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, ნოიერმა წესები დაარღვია,” – განაცხადა მათეუსმა.


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ,,ბუნდესნაკრებმა” ფინალში არგენტინას, დამატებით დროში, მარიო გიოტცეს გატანილი გოლით მოუგო.


მათეუსი: ,,2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინას უნდა მოეგო”

სტატიის ავტორი
-