მატუიდიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდის განცხადებით, მან მსოფლიო ჩემპიონატის მოგების სანაცვლოდ გამომუშავებული ფული მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

“თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ფული ისე განკარგოს, როგორც მას სურს. დიახ, მე მიღებული $330 000 მთლიანად ქველმოქმედებაში დავხარჯე. ფეხბურთელისთვის ეს არც ისე დიდი ფულია, თუმცა საქველმოქმედო ფონდისთვის დიდ დახმარებას წარმოადგენს. მთავარია, რომ დახმარება მთელი გულით გავეცი,” აღნიშნა მატუიდიმ.

მატუიდიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა

სტატიის ავტორი
-