მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა

“პსჟ”-ს არგენტინელ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ფრანგული გრანდის განცხადებაში ნათქვამია:

“პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. იგი  თვითიზოლაციაში გადავა და ჯანმრთელობის პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებს. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, სადაც “პსჟ” “ანჟერს” შეხვდება, გუნდს პოჩეტინოს ასისტენტები – ხესუს პერესი და მიგელ დ’აგოსტინო უხელმძღავნელებენ”.

 

48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა 14 იანვარს “პსჟ”-ს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. მისმა გუნდმა საფრანგეთის სუპერთასის ფინალში “მარსელი” დაამარცხა ანგარიშით 2:1.

 

მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-