მაურისიო სარი: “აზარს ჯერ სრული პოტენციალი არ გამოუვლენია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (3:0) შემდეგ განცხადება გააკეთა.

“ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გამოვიდა. გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩემი აზრით, დაცვაში უკეთესად თამაში შეგვიძლია, რადგან მეორე ტაიმში მეტოქეს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მივეცით”, – აღნიშნა მან.

იტალიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ შეაქო “ჩელსის” ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი: “მას ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია. მატჩიდან მატჩამდე აზარი იზრდება, რაც მას სრულყოფილ ფორმამდე მიიყვანს”, – განაცხადა მაურისიო სარიმ.

 

მაურისიო სარი: “აზარს ჯერ სრული პოტენციალი არ გამოუვლენია”

სტატიის ავტორი
-