მბაპე გადარჩა? კილიანის ტრავმის პირველადი შეფასება

საფრანგეთის თასის ფინალი “პსჟ”-სა და კილიან მბაპესთვის მძიმე გამოდგა. “სენტ-ეტიენის” მცველი ლოიკ პერინი 30-ე წუთზე 21 წლის ფორვარდს ეუხეშა, რის გამოც მბაპეს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

მომენტის სიმძიმიდან გამომდინარე, ვარაუდი იყო, რომ საქმე მძიმე დაზიანებასთან გვქონდა, თუმცა შესაძლოა, ფრანგი ფეხბურთელი “პსჟ”-ს დიდი ხნით არ დააკლდეს.

ტრავმის პირველადი შეფასებით, მბაპე მყესების დაზიანებას გადაურჩა. კილიანს ტერფი დაუზიანდა. ტრავმის სიმძიმის შესახებ სრულყოფილი პასუხი პარიზელებს მომდევნო 72 საათში ექნებათ.

და მაინც, მთავარი კითხვა ისაა, მოახერხებს თუ არა მბაპე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, “ატალანტასთან” თამაშს. ეს ყოველივე ჯერჯერობით საეჭვოა.

მბაპე გადარჩა? კილიანის ტრავმის პირველადი შეფასება

სტატიის ავტორი
-