მბაპე შესაძლოა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორედ გახდეს

საფრანგეთის ნაკრებისა და “პსჟ-ს” თავდამხმელმა, კილიან მბაპემ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება პირველად გასულ წელს მოიგო. სავარაუდოა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი “ოქროს ბიჭის” ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლება.

მბაპეს კონკურენტებს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”), ფილ ფოდენი (“სიტი”), ვინიციუს ჯუნიორი (“რეალი”), ჯასტინ კლუივერტი (“რომა”), კრისტიან პულიშიჩი (“დორტმუნდი”) და სხვები წარმოადგენენ.

აღნიშნული პრიზი იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა, Tuttosport-მა დააწესა და მასში ცნობილი ევროპული გამოცემების ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას.

ქვემოთ მოცემულია “ოქროს ბიჭის” ტიტულის მფლობელი ფეხბურთელები

  • 2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი;
  • 2004 – უეინ რუნი;
  • 2005 – ლიონელ მესი;
  • 2006 – სესკ ფაბრეგასი;
  • 2007 – სერხიო აგუერო;
  • 2008 – ანდერსონი;
  • 2009 – ალეშანდრე პატო;
  • 2010 – მარიო ბალოტელი;
  • 2011 – მარიო გიოტცე;
  • 2012 – ისკო;
  • 2013 – პოლ პოგბა;
  • 2014 – რაჰიმ სტერლინგი;
  • 2015 – ენტონი მარსიალი;
  • 2016 – რენატო სანჩესი;
  • 2017 – კილიან მბაპე.

მბაპე შესაძლოა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორედ გახდეს

სტატიის ავტორი
-