მბაპე Time-ის გარეკანზე: “ფეხბურთის მომავალი”

მსოფლიო ჩემპიონი ფრანგი თინეიჯერი პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ დააფასა – მბაპე მეოთხე ფეხბურთელია ლიონელ მესის, ნეიმარისა და მარიო ბალოტელის შემდეგ, რომელიც Time-ის ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

19 წლის მბაპე ძალიან მალე იქცა სუპერვარსკვლავად – თამაშობს ევროპის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო გუნდში და არის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, სადაც მან 4 გოლის გატანა მოახერხა (მათ შორის 1 ფინალში, ხორვატიის წინააღმდეგ).

“ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა – ვარ უბედნიერესი და ვცხოვრობ ისე, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი,” აღნიშნა მბაპემ Time-თან საუბრისას. თუმცა მისივე თქმით, მან ვერ გაიზიარა ცხოვრების ის მომენტები, რასაც ადამიანების უმრავლესობა აკეთებს – მეგობრებთან ერთად გართობა და დროის თავისუფლად გატარება.

მბაპე Time-ის გარეკანზე: "ფეხბურთის მომავალი" 1

მბაპე Time-ის გარეკანზე: “ფეხბურთის მომავალი”

სტატიის ავტორი
-