მბაპე: “ვამაყობდი, რომ მესი ჩემზე ფიქრობდა” 

“პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ წინა სეზონში ლიონელ მესისტან ოქროს ბუცისთვის ბრძოლა გაიხსენა.

“წინა სეზონის მიწურულს დასვენების ნაცვლად საკუთარი თავის ჯობნა გადავწყვიტე. თანდათან ვირწმუნე, რომ შემეძლო საუკეთესო ევროპელი ბომბარდირის წოდებისთვის მებრძოლა. თუმცა, ჩემი კონკურენტი ლეო მესი იყო, თუ მე ორ გოლს გავიტანდი, ის სამს იტანდა. ჰეთ-თრიკი რომ შემესრულებინა, ის პოკერს შეასრულებდა.

ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ შემდეგში უსმან დემბელეს ვკითხე, მაკვირდებოდა თუ არა მესი და თვალს ადევნებდა თუ არა ჩემს შედეგებს, დადებითი პასუხის შემთხვევაში სიამაყე ვიგრძენი, რადგან ასეთი დონის ფეხბურთელი ჩემს შესახებ ფიქრობდა”,-თქვა 21 წლის თავდამსხმელმა.

მბაპე: “ვამაყობდი, რომ მესი ჩემზე ფიქრობდა” 

სტატიის ავტორი
-