მბაპემ ემილიანო მარტინესის დაცინვას პასუხი გასცა

ემილიანო მარტინესმა უამრავი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც უცნაურად აღნიშნა ოქროს ხელთათმანის მოგება. გარდა ამისა, მას საჩემპიონო აღლუმზე ხელში თოჯინა ეჭირა, რომელსაც მბაპეს სახე ჰქონდა.

მბაპემ ემილიანო მარტინესის დაცინვას პასუხი გასცა 1

გარდა ამისა, არგენტინელმა კარის დარაჯმა გასახდელში მის თანაგუნდელებს სთხოვა კილიანის პატივსაცემად წუთიერი დუმილი მიეძღვნათ.

ფრანგმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავი კარგად წარმოაჩინა. გარდა იმისა, რომ გუნდს კრიტიკულ მომეტში ულიდერა ემილიანო მარტინესის კარი სამჯერ აიღო და პენალტების სერიაშიც თერთმეტმეტრიანი დამაჯერებლად შეასრულა. მიუხედავად ფინალში მარცხისა, მბაპე ტურნირის ბომბარდირი გახდა და ოქროს ბუციც დაიმსახურა.

მბაპემ ემილიანო მარტინესის დაცინვას პასუხი გასცა 2

გუშინ “პსჟ-მ” “სტრასბურგის” წინააღმდეგ შეხვედრა გამართა, სადაც მეტოქე 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 10 კაცით დარჩენილმა პარიზელებმა გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე გაიტანეს, რომლის ავტორიც კილიან მბაპე იყო.

მატჩის შემდეგ კილიანს ემილიანო მარტინესის აღნიშვნის შესახებ ჰკითხეს, რაზეც ახალგაზრდა ფრანგმა ასე უპასუხა:

“მას მატჩის შემდეგ ვესაუბრე და გამარჯვება მივულოცე. ეს მისთვისი ცხოვრებისეული მიზანი იყო, ისევე როგორც ჩემთვის. აღნიშვნები ჩემი პრობლემა არ არის, ასეთ წვრილმანებზე დროს არ ვკარგავ.”

https://twitter.com/goatariq/status/1608237697071566849?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1608237697071566849%7Ctwgr%5Ea9b3b037edf5c47afb198a6445d51882a79799be%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.givemesport.com%2F88099078-kylian-mbappe-responds-to-emiliano-martinezs-mocking-after-world-cup

მბაპემ ემილიანო მარტინესის დაცინვას პასუხი გასცა

სტატიის ავტორი
-