მბაპეს მორიგი მიღწევა საფრანგეთის ნაკრებში

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი საფრანგეთის ისტორიაში, რომელმაც 30 მატჩი ჩაატარა. მან ისტორიული თამაში ისლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მოგებულ მატჩში (4:0) ჩაატარა.

მბაპემ 30 მატჩის ჩატარება სულ რაღაც 20 წლისა და 3 თვის ასაკში შეძლო. აქამდე რეკორდის მფლობელი კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც 30-ე მატჩი 22 წლისა და 9 თვის ასაკში ჩაატარა.

ახალგაზრდა შემტევს ნაკრებში 12 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის ბომბარდირებში პირველ ადგილს 51 გოლით ტიერი ანრი იკავებს.

მბაპეს მორიგი მიღწევა საფრანგეთის ნაკრებში

სტატიის ავტორი
-