მემფის დეპაიმ ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მემფის დეპაიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი შეათანხმა.

მიუხედავად ნიდერლანდელი შემტევის და კატალონიური კლუბის შეთანხმებისა, ლიონის “ოლიმპიკი” გუნდის კაპიტნის გაშვებას ჯერჯერობით არ აპირებს, ვინაიდან შემოთავაზებული სატრანსფერო თანხა არ აკმაყოფილებს.

რონალდ კუმანის სასურველი ფეხბურთელი “ლიონში” 2017 წლის შემდეგ ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება. ამრიგად, კატალონიელებს ნიდერლანდელის ხელშეკრულების გამოსყიდვა მოუწევთ და ფრანგულ მხარეს 44 მილიონ ევროს გადაუხდიან.

“პსვ ეინდჰოვენის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა შემტევმა “ლიონის” შემადგენლობაში 139 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მემფის დეპაიმ ბარსელონასთან კონტრაქტი შეათანხმა

სტატიის ავტორი
-