მენდის ბრალი დაუმძიმდა | სიტის ფეხბურთელს 4 ქალის გაუპატიურების გამო ედავებიან

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელს ბენჯამინ მენდის ბრალი დაუმძიმდა – მას კიდევ 2 ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი ინგლისის პოლიციამ 2021 წლის აგვისტოში დააკავა. თავდაპირველად, დავა 2 გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაიწყო, თუმცა, დღევანდელი ინფორმაციით, მენდის 4 ქალზე ძალადობაში ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები 16 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან.

ბენჯამინ მენდი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრია. გარდა ამისა,ას უთამაშია “მანჩესტერ სიტის” , “მონაკოსა” და “მარსელის” რიგებში.

მენდის ბრალი დაუმძიმდა | სიტის ფეხბურთელს 4 ქალის გაუპატიურების გამო ედავებიან

სტატიის ავტორი
-