მეორედ ისტორიაში – ბრაზილიის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალში ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და ოქროს მედალს დაეუფლნენ.

ბრაზილიელებს მატჩში დაწინაურება 38-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა რიშარლისონმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, ჟარდინის გუნდმა პირველ ნახევარში ანგარიში მაინც გახსნა – 47-ე წუთზე თავი კუნიამ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ესპანეთმა შეტევებს უმატა, რასაც შედეგი 61-ე წუთზე მოჰყვა – მიკელ ოიარსაბალმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დამატებით დროში ერთადერთი გოლის გატანა მალკომმა მოახერხა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს ზედიზედ მე-2 ოლიმპიადაზე ოქრო გაუნაღდა.

მეორედ ისტორიაში – ბრაზილიის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-