მეოთხე კოვიდინფიცირებული ლივერპულში – შაჩირს კორონავირუსი დაუდგინდა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” 28 წლის შემტევი – შაჩირი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინფორმაციას მერსესაიდული კლუბი თავად ადასტურებს. როგორც კლუბი აცხადებს, შვეიცარიელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შაქირის გარდა “ლივერპულიდან” კორონავირუსს – ტიაგო, სადიო მანე და ციმინკასი ებრძვიან.

შაქირი მერსესაიდულ კლუბში 2018 წლიდან ირიცხება, რა დროშიც 42 მატჩის ჩატარება შეძლო. მან თავი გოლი 8-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 5-ჯერ გამოიჩინა.

 

მეოთხე კოვიდინფიცირებული ლივერპულში – შაჩირს კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-