მერვედფინალური წყვილები ცნობილია – ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა 

შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ევროპის 16 საუკეთესო გუნდი 8 წყვილად გადანაწილდა. შედეგები ასეთია:

დორტმუნდის “ბორუსია” – “პსჟ”

მადრიდის “რეალი” – მანჩესტერ “სიტი”

“ატალანტა”-“ვალენსია”

“ატლეტიკო”-“ლივერპული”

“ჩელსი”-“ბაიერნი”

“ლიონი”-“იუვენტუსი”

“ტოტენჰემი”-“ლაიპციგი”

“ნაპოლი”-“ბარსელონა”

პირველი შეხვედრები 18,19, 25 და 26 თებერვალს, საპასუხოები კი 10,11,17 და 18 მარტს გაიმართება.

მერვედფინალური წყვილები ცნობილია – ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა 

სტატიის ავტორი
-