“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი დავიდ სილვა პრემიერლიგაში მორიგი მიღწევის ავტორი გახდა.
ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ სერხიო აგუეროს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც გათამაშების ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, ვინც თანაგუნდელს სულ მცირე 90-ჯერ გაატანინა.
ვეტერან ფეხბურთელს 90 საგოლე გადაცემისთვის ინგლისში გატარებული 10 წელიწადი დასჭირდა.
ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს “ქალაქელების” რიგებს დატოვებს, თუმცა მანამდე სტივენ ჯერარდისა და დენის ბერგკამპის შედეგების გაუმჯობესების კარგი შანსი ექნება, რისთვისაც კიდევ 4 შედეგიანი პასი სჭირდება.
Seven players have provided 90+ assists in the Premier League:
🏴 Ryan Giggs (162)
🇪🇸 Cesc Fabregas (111)
🏴 Wayne Rooney (103)
🏴 Frank Lampard (102)
🇳🇱 Dennis Bergkamp (94)
🏴 Steven Gerrard (92)
🇪🇸 David Silva (90)El Mago the latest on the list. 🎩 pic.twitter.com/JNQjvivr4T
— Squawka Football (@Squawka) January 13, 2020
ყველა დროის ათეულიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ისეთი, რომელმაც პრემიერლიგის მოგება ვერ მოახერხა, ადვილი გამოსაცნობია, რომ “ლივერპულის” ლეგენდარულ კაპიტანზე ვსაუბრობთ.
პირველ პოზიციას რა თქმა უნდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა რაიან გიგზი იკავებს, რომელიც, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.26 საგოლე პასს აკეთებდა, პრემიერლიგაში კი 22 სეზონის განმავლობაში ითამაშა.