მესი: “ჩემი შვილი რეალის გოლებს აღნიშნავს”

“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თავის შვილებთან დაკავშირებით საინტერესო და სახალისო კომენტარი გააკეთა.

მესის თქმით, მისი შვილი მატეო “რეალის” გოლებს აღნიშნავს და ამით მეორე შვილს, ტიაგოს აბრაზებს.

“მე და ჩემი შვილები სახლში  Playstation-ს ვთამაშობთ ხოლმე. მატეომ მითხრა, რომ “ლივერპული” იქნებოდა, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგაზე დაგვამარცხეს. ანალოგიური გააკეთა “ვალენსიაზეც”. მატეო ტიაგოს გასაბრაზებლად რეალის მიერ გატანილ გოლებს აღნიშნავს ხოლმე.” – განაცხადა ლიონელ მესიმ.

მესი: “ჩემი შვილი რეალის გოლებს აღნიშნავს”

სტატიის ავტორი
-