მესი და სეტიენი გულშემატკივარს აფრთხილებენ

მიუხედავად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და იმისა, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგონარეობა გამოაცხადა, თვითიზოლაცია კორონავირუსიგან თავდაცვის იდეალურ გამოსავალს ყველასთვის არ წარმოადგენს.

კიკე სეტიენი, რომლის საინტერესო კომენტარიც “ბარელონას” Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა, ასეთ ადამიანებს უსაფრთხოების ზომების დავისკენ მოუწოდებს: “გამარჯობა, მე სახლში, დივანზე ვარ წამოწოლილი, მაშინაც კი, როცა სამსახურში წასვლა და ვარჯიშის ჩატარება ძალიან მინდა. პასუხისმგებელი ვარ შევასრულო მიღებული რეკომენდაციები და თქვენც იგივესკენ მოგიწოდებთ”.

გულშემატკივრებს კორონავირუსის პანდენიისადმი სიფრთხილის გამოჩენისკენ ცოტა ხნით ადრე, “ბლაუგრანას” კაპიტანმა ლეო მესიმაც მოუწოდა.

ესპანეთში საფეხბურთო სეზონი 2 აპრილამდე შეწყვეტილია.

მესი და სეტიენი გულშემატკივარს აფრთხილებენ

სტატიის ავტორი
-