მესი ევროპაში საუკეთესო მეპასეა

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ახალ რეკორდზე მიდის.

არგენტინელ ფეხბურთელს მეექვსედ შეუძლია ოქროს ბუცის მოგება, რაც სარეკორდოა. მესი მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა და რეალური კანდიდატია ოქროს ბუცის მოგების. გარდა გოლებისა, ის ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო მეპასეა.

“ლა ლიგის” მიმდინარე სეზონში მესის 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ჩემპიონთა ლიგაზე 3 ასისტი აქვს. მას კონკურენციას მხოლოდ ნეიმარი უწევს.

 

მესი ევროპაში საუკეთესო მეპასეა

სტატიის ავტორი
-