მესი იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას “აიაქსთან” 1:2 მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 9 წელში პირველად ვერ გავიდა.

ლეო მესიმ “იუვეს” გამოვარდნასა და “აიაქსის” ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა: “ამ გუნდების მიერ დაფიქსირებული შედეგი ტურნირზე ყველაფერს ამბობს. აქ ყველა გუნდი ძალიან ძლიერია.”

მესი იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-