მესი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მის გეგმებში არ შედის:

,,ვფიქრობ, მომავალ მუნდიალზე არ ვითამაშებ. ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, ალბათ, შემდეგ მუნდიალზე არ ვითამაშებ,” – მესის სიტყვებს Marca ციტირებს.

კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა, ლეოსთვის კარიერაში მეხუთე მუნდიალი იყო. ,,ოქროს ბურთის” 7-გზის მფლობელი აქამდე ტურნირის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო, როცა ,,ალბისელესტე” ფინალში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.

მესი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს

სტატიის ავტორი
-