მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “პსჟ”-მ “რეალი” კილიან მბაპეს მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლით დამაარცხა (1:0).

ფრანგებს პირველი გოლის გატანის დიდი შანსი 62-ე წუთზეც ჰქონდათ. მბაპემ პენალტი მოიპოვა, თუმცა ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მას ტიბო კურტუამ აჯობა..

არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი სულ 23-ჯერ დაარტყა, საიდანაც 5 ვერ გამოიყენა. ლეომ ამით ტიერი ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა.

“რეალ მადრიდსა” და “პსჟ”-ს შორის საპასუხო დაპირისპირება 9 მარტს გაიმართება.

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა

სტატიის ავტორი
-