მესიმ მბაპესა და ნეიმართან ერთად თამაშზე პირველი კომენტარი გააკეთა

ამ წუთებში, პარიზში ლეო მესის პირველი პრესკონფერენცია მიმდინარეობს, სადაც იგი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი მას მბაპესთან და ნეიმართან ერთად თამაშზე დაუსვა, რასაც მესიმ შემდეგი პასუხი გასცა:

“ძალიან ბედნიერი ვარ, ეს მართლაც სიგიჟეა. წარმოუდგენლად ძლიერი გუნდია “პსჟ” და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ვარჯიშს და როდის გვექნება პირველი თამაში, რადგან მე ვითამაშებ საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა.

ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაა და მგონია, რომ ამ საოცარ გუნდთან და ამ ბიჭებთან ერთად მე ამას შევძლებ”. – განაცხადა ლეო მესიმ

 

მესიმ მბაპესა და ნეიმართან ერთად თამაშზე პირველი კომენტარი გააკეთა

სტატიის ავტორი
-