მესის ეფექტი – პსჟ-მ “Instagram”-ზე 1.8 მილიონი გამომწერი დაკარგა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა – ლეო მესიმ, 3 ივნისს ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი “პსჟ”-ს სეზონის ბოლოს დატოვებდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში “პსჟ”- გამოეხმაურა, რომელმაც მესის სამადლობელი პოსტი დაწერა.

მას შემდეგ კი რაც მესიმ პარიზული გრანდის დატოვება გადაწყვიტა, “პსჟ”-ს სოციალურ ქსელში 70 მილიონიდან გამომწერები 68.7-ზე ჩამოუვიდა.

დღეს კი “პსჟ”-ს გამომწერების რაოდენობა 68.2 მილიონს შეადგენს. როგორც ჩანს მესის გულშემატკივრები აწ უკვე ყოფილ კლუბს გამოწერას უუქმებენ.

მესის ეფექტი – პსჟ-მ “Instagram”-ზე 1.8 მილიონი გამომწერი დაკარგა

სტატიის ავტორი
-