მესის გოლი 34-ე გუნდის კარში – ლეო ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში “ბარსელონა” შინ “დორტმუნდს” 2:0 ამარცხებს. კატალონიელები ლუის სუარესისა და ლეო მესის გოლებით იგებენ.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ბორუსიელთა კარში გოლის გატანით ტურნირის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. “დორტმუნდი” გამოდგა 34-ე გუნდი, რომლის კარის აღებაც მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა.

დღევანდელ გოლამდე ლეო კრიშტიანუ რონალდუს უთანაბრდებოდა, რომელსაც 33 გუნდისთვის აქვს გატანილი.

რონალდუსა და მესის შემდეგ მოდის მადრიდის “რეალის” ლეგენდა რაული. ესპანელმა ფორვარდმა კარიერის მანძილზე 32 მეტოქეს აჯობა.

მესის გოლი 34-ე გუნდის კარში – ლეო ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია

სტატიის ავტორი
-