მესისთან შეხვედრის შემდეგ, მაიამის ფუხბურთელმა მისი ხელმოწერა ამოისვირინგა

“ინტერ მაიამის” მეკარემ ფრანცისკო რანიერიმ ლიონელ მესისთან შეხვედრით ბავშვობის ოცნება აიხდინა და სამახსოვროდ ხელზე მისი ავტოგრაფიც მიიღო. მოგვიანებით რანიერიმ ეს ხელმოწერა ამოისვირინგა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მასთან ერთად იქნება.

არგენტინის ეროვნული ნაკრები, ჰონდურასთან ამხანაგურ მატჩამდე, მოსამზადებელ ეტაპს ფლორიდაში გადიოდა. აღნიშნული მატჩი სამხრეთ ამერიკელებმა 3:0 მოიგეს, სადაც მესიმ ორი გოლი გაიტანა.

თამაშიდან რამდენიმე დღეში, ლოინელმა კვლავ მოინახულა ეს მოედანი, რათა შეხვედროდა და ევარჯიშა “ინტერის” რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის მის ყოფილ თანაგუნდელთან, გონსალო იგუაინთან ერთად. სწორედ აქ მოხდა მესისა და რანიერის შეხვედრა, რომელიც მეკარემ მაშინვე გამოიყენა და სამახსოვრო ავტოგრაფიც მიიღო.

https://twitter.com/ESPNFC/status/1574723025202827264

ფრანცისკომ დრო არ დაკარგა და მესის ხელმოწერა მაშინვე ტატუდ აქცია და ის მისი თანამგზავრი გახდა მთელი ცხოვრებს განმავლობაში. მეკარემ საკუთარი Instagram-ის საშუალებით პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ საუკეთესო დღე ჰქონდა და ბავშვობის ოცნებაც აიხდინა.

https://twitter.com/RoyNemer/status/1574641982357622785?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1574641982357622785%7Ctwgr%5Ec2336983874885b9a24da365d061ca2bd072e64e%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.sportbible.com%2F

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არგენტინის ნაკრებს 16 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ელის ამხანაგური მატჩი. ყატარში გასამართ მუნდიალზე არგენტინა ერთ-ერთი ფავორიტია. ისინი გახსნით შეხვედრაში 22 ნოემბერს საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან, მექსიკას 26 ნოემბერს, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრა პოლონეთის წინააღმდეგ 30 ნოემბერს შედგება.

მესისთან შეხვედრის შემდეგ, მაიამის ფუხბურთელმა მისი ხელმოწერა ამოისვირინგა

სტატიის ავტორი
-