მესუთ იოზილი: “მიეცით ჩემს ბიჭს – ბენზემას, ოქროს ბურთი…”

ახლახანს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, სადაც მანჩესტერ “სიტიმ” მადრიდის “რეალი” 4:3 დაამარცხა.

მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა – მესუთ იოზილმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.  გერმანელმა ფეხბურთელმა “Twitter”-ზე პოსტი ბენზემას მიუძღვნა: “მიეცით ჩემს ბიჭს – ბენზემას, ოქროს ბურთი”.

მესუთ იოზილი და კარიმ ბენზემა ერთად “სამეფო კლუბში” 2010-2013 წლებში თამაშობდნენ. სწორედ 2013 წელს, კარიმ ბენზემა და მესუთ იოზილი გახდნენ ლა ლიგის საუკეთესო მეპასეები მადრიდის “რეალის” რიგებში (15 საგოლე გადაცემა იოზილს, 11 საგოლე გადაცემა ბენზემას).

 

მესუთ იოზილი: “მიეცით ჩემს ბიჭს – ბენზემას, ოქროს ბურთი…”

სტატიის ავტორი
-