მიხაილოვიჩი სისხლის გათეთრებასთან ბრძოლას აგრძელებს

სინიშა მიხაილოვიჩმა ქიმიოთერაპიის მეორე კურსი წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გამოწერეს. მიხაილოვიჩს სისხლის გათეთრების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა კვლავ აქტიურად განაგრძობს საფეხბურთო მოღვაწეობას და “ბოლონია” “ლაციოს” (2:2) მატჩზეც შენიშნეს.

სერბი სპეციალისტი მკურნალობას სანტ’ორსოლა-მალპიგის საავადმყოფოში გადის. ქიმიოთერაპიის პირველი კურსი მიხაილოვიჩმა ივლისში გაიარა, რომელიც 43 დღე გაგრძელდა.

მიხაილოვიჩი სისხლის გათეთრებასთან ბრძოლას აგრძელებს

სტატიის ავტორი
-