მილანი გატუზოს შემცვლელს განიხილავს

ცნობილი იტალიური მედიასაშუალების, Gazzetta dello Sport-ის თანახმად, “მილანი” ჯენარო გატუზოს ჩანაცვლებას რობერტო დონადონით აპირებს. გამოცემა იტყობინება, რომ გატუზო პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი მომდევნო მატჩებში სერია ა-ში მდგომარეობას არ გამოასწორებს.

ამ სეზონში “მილანმა” იტალიის ჩემპიონატში 8 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 3-ის მოგება შეძლო და ამ შედეგით, მე-12 ადგილი უკავია.

რობერტო დონადონის საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს – სხვადასხვა წლებში იგი ლივორნოს, ჯენოას, იტალიის ნაკრებს, ნაპოლის, კალიარის, პარმასა და ბოლონიას წვრთნიდა.

მილანი გატუზოს შემცვლელს განიხილავს 1

მილანი გატუზოს შემცვლელს განიხილავს

სტატიის ავტორი
-