მილანი კოლუმბიელი ვარსკვლავის შეძენას გეგმავს

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ვარსკვლავი, რადამელ ფალკაო, რომელიც “მონაკოს” ღირსებას იცავს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შესაძლოა “მილანში” გადაბარგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსიმ” პრაქტიკულად დაასრულა გონსალო იგუაინის ტრანსფერი – მის ალტერნატივად კი “როსონერი” რადამელ ფალკაოს კანდიდატურას განიხილავს. 32 წლის კოლუმბიელის ტრანსფერთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის ცნობილი არაა. მიმდინარე სეზონში, “მონაკოს” მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში ფალკაომ 7 გოლის გატანა შეძლო.

 

მილანი კოლუმბიელი ვარსკვლავის შეძენას გეგმავს

სტატიის ავტორი
-