მილინკოვიჩ-სავიჩი ალ ჰილალის ფეხბურთელია

სერბეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას ,,ალ ჰილალში” გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთლმა არაბულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით სეზონში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

,,ლაციომ” სერბის სანაცვლოდ ,,ალ ჰილალისგან” 40 მილიონი ევრო მიიღო.

,,ალ ჰილალმა” წელს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი უკვე გაიფორმა – არაბებმა ,,ჩელსიდან” კალიდუ კულიბალი, ,,ვულვზიდან” კი რუბენ ნევეში იყიდეს.

მილინკოვიჩ-სავიჩმა გასულ სეზონში ,,ლაციოს” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მილინკოვიჩ-სავიჩი ალ ჰილალის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-