მივიწყებული თერთმეტეული – ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ

იცით რომ მიკაელ ესიენი ისევ თამაშობს ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე? განელი ახლა აზერბაიჯანში კლუბ “საბაილში” ასპარეზობს.

ბევრი ფეხბურთელისთვის რთულია კარიერის დასრულება. აქედან გამომდინარე გთავაზობთ იმ თერთმეტი ფეხბურთელის სიას , რომლებიც გულშემატკივარს აღარ ახსოვს, თუმცა ისინი ისევ პროფესიონალი ფეხბურთელები არიან.

მეკარე – ბრედ ჯონსი

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 1

ბრედ ჯონსმა 4 ქვეყანაში იმოგზაურა და 12 კლუბი გამოიცვალა. 2010 წელს ბრედმა ხელშეკრულება გააფორმა “მერსისაიდელებთან” , მაგრამ იგი არასდროს ყოფილა ძირითადი შემადგენლობის წევრი. საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიელს 2012/2013 წლების სეზონში ჰქონდა. ჯონსმა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახლა “ლივერპულის” ყოფილი მეკარე საუდის არაბეთში ასპარეზობს და “ალ ნასრის” ღირსებას იცავს. 2018/2019 წლის სეზონში კი ჯონსი გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

ცენტრალური მცველი – ნედუმ ონუა

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 2
ნიგერიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” აღზრდილი გახლავთ და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც კი ითვლებოდა. ონუას გზები “სიტისთან” მაშინ გაიყო, როდესაც კლუბი შეიხმა შეიძინა. მის პოზიციაზე გუნდში არაერთი ვარსკვლავი მოვიდა და ცენტრალურ მცველს გუნდის დატოვება მოუწია. წლების განმავლობაში ნიგერიელი ფეხბურთელი “ქუინს პარკის” ღირსებას იცავდა. დღესდღეობით კი ამერიკული “რეალ სოლთ ლეიქის” წევრია.

ცენტრალური მცველი – სტივენ ტეილორი

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 3
სტივენ ტეილორი 13 სეზონის განმავლობაში “ნიუქასლ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. ამ დროის განმავლობაში 268 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება. ახლა 33 წლის ფეხბურთელი “ველინგტონ ფენიქსის” ღირსებას იცავს.

ცენტრალური მცველი – გაელ კლიში

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 4
ფრანგ მცველს შესანიშნავი პრემიერ ლიგური კარიერა ჰქონდა , როგორც “არსენალში” , ასევე “მანჩესტერ სიტიში”. 2017 წელს “სიტიში”  დანილო და ბენჟამინ მენდი მოვიდნენ , რის გამოც გაელს გუნდის დატოვება მოუწია. ამჟამად იგი თურქული “ბასაქშეჰირის” ღირსებას იცავს.

მარჯვენა ნახევარმცველი – ალექსანდრ გლები

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 5

ბელორუსი ფეხბურთელი გულშემატკივარმა ლონდონის “არსენალში” ასპარეზობისას გაიცნო. ამის შემდეგ იყო “ბარსელონა” , სადაც მისი კარიერა კარგად არ განვითარდა. დღეს კი 38 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მინსკის “ისლოჩში” ასპარეზობს.

ცენტრალური ნახევარმცველი – მიკაელ ესიენი 

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 6
როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, განელი ფეხბურთელი აზერბაიჯანში კლუბ “საბაილში” აგორებს ბურთს.

ცენტრალური ნახევარმცველი – ერიკ ჯემბა-ჯემბა 

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 7
კამერუნელ ფეხბურთელს ძალიან ბევრ კლუბში აქვს ნათამაშები. დღეს კი 38 წლის ფეხბურთელი შვეიცარიულ “ვალორბე-ბალაიგესში” ასპარეზობს.

მარცხენა ნახევარმცველი – მორტენ პედერსენი

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 8
ნორვეგიელ ფეხბურთელს გულშემატკივარი ძირითადად “ბლექბერნ როვერსიდან” იცნობს. ინგლისის შემდეგ პედერსენი თურქეთში წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ , სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა. წარუმატებელი სეზონის შემდეგ იყო “რუსენბორგი”.
2016 წლის შემდეგ ნახევარმცველი ნორვეგიულ “ტრომსოს” ღირსებას იცავს.

შემტევი ნახევარმცველი – შუნსუკე ნაკამურა

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 9
იაპონელმა ფეხბურთელმა სახელი “სელტიკში” თამაშისას გაითქვა. ცნობილია ასევე მისი საჯარიმო დარტყმების შესრულების სიზუსტე და შედეგიანობა.  ნაკამურა 41 წლის ასაკშიც კი თამაშობს პროფესიონალურ დონეზე. “სელტიკისა” და “ესპანიოლის” ყოფილი ფეხბურთელი ახლა “იოკოჰამას” ღირსებას იცავს.

თავდამსხმელი – ჯეი ბოტროიდი

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 10

ეს ფეხბურთელი ცნობილია იმით , რომ არაერთ ინგლისურ გუნდში აქვს ნათამაშები. “ქოვენთრი სიტი” , “ბლექბერნ როვერსი” , “ჩარლტონი” , “ვულვერჰემპტონი” , “სტოკ სიტი” , “კარდიფ სიტი” , “შეფილდი”  და ქუინს პარკ რეინჯერსი. სწორედ ამ გუნდების შემადგენლობაში ასპარეზობდა ბოტროიდი. დღეს კი ინგლისელი ფეხბურთელი იაპონიაში ასპარეზობს და “ჰოკაიდოს” ღირსებას იცავს.

თავდამსხმელი – როკე სანტა კრუზი

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 11

პარაგვაელმა ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში კლუბ “ოლიმპიაში” დაიწყო. სანტა კრუზი გულშემატკივარმა მიუნხენის “ბაიერნიდან” გაიცნო სადაც 8 წელი გაატარა. როგორც სხვებისთვის , ასევე პარაგვაელისთვისაც რთულია კარიერის დასრულება და 38 წლის ასაკში ისევ სამშობლოს მიაშურა და “ოლიმპიას” ღირსებას იცავს. სიმბოლურია ის , რომ  სადაც დაიწყო , იქ ამთავრებს კარიერას როკე სანტა კრუზი.

მივიწყებული თერთმეტეული - ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ 12

მივიწყებული თერთმეტეული – ფეხბურთელები , რომლებიც დღესაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ

სტატიის ავტორი
-