მოედანზე შეჭრილი ლიდსის ფანი ედი ჰოუს დაუპირისპირდა | VIDEO

ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, “ლიდსისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირება შედგა.

ლიდსში, “ელანდ როუდზე” გამართული პრინციპული მატჩი, ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა – “ლიდსი” ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, “ნიუკასლს” კი სტუმრად მოპოვებული სამი ქულა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში ადგილს ფაქტობრივად გაუნაღდებდა.

შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მოედანზე “ლიდსის” ფანი შეიჭრა, რომელიც ედი ჰოუს სიტყვიერად დაუპირისპირდა. სიტუაცია დაცვის თანამშრომლებმა განმუხტეს. “ნიუკასლის” მწვრთნელისა და “ლიდსის” ფანის დაპირისპირების კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მოედანზე შეჭრილი ლიდსის ფანი ედი ჰოუს დაუპირისპირდა | VIDEO 1

მოედანზე შეჭრილი ლიდსის ფანი ედი ჰოუს დაუპირისპირდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-