დიდი საფეხბურთო ტურნირი ოფიციალური ჰიმნის გარეშე წარმოუდგენელია: უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მუსიკა, რომელიც საფეხბურთო გულშემატკივრებს ასოციაციას ევრო 2020-თან გაუჩენს.
სიმღერაზე, რომელსაც We Are The People ეწოდება, ჰოლანდიელმა მუსიკოსმა და პროდუსერმა, მარტინ გარიქსმა და ლეგენდარულმა U2-მ იმუშავეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღოსნისძიებისთვის ოფიციალური ჰიმნის შექმნაზე ბონოსთან ერთად მუშაობა საოცარი გამოცდილება იყო. ვამაყობ იმით, რაც შევძელით და სიამოვნებით ვუზიარებ მას მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნა მარტინ გარიქსმა.
ტექსტზე U2-მ იმუშავა, სიმღერის მთავარი ფრაზა კი შემდეგია: ‘You’ve faith and no fear for the fight, you pull hope from defeat in the night’.
იხილეთ კლიპი
![მოისმინეთ: ევრო 2020-ის ჰიმნი 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/05/bono-edge-martin-garrix-1620943635.jpeg)