მორატამ ატლეტიკოში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ალვარო მორატა “ატლეტიკოში” კარიერის დასაწყებად ემზადება – ესპანელმა ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორატა “ატლეტიკოს” უბრუნდება – შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალში” კარიერის დაწყებამდე, მორატა ბავშვობაში “ატლეტიკოში” თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მორატას გუნდში მისვლით “ატლეტიკოს” გულშემატკივრები დიდ სიხარულს ნამდვილად არ გამოხატავენ – “ხეტაფეს” წინააღმდეგ ნათამაშები მატჩის დროს, გულშემატკივრებმა სტადიონზე ასეთი შინაარსის სიმღერა იმღერეს: “ნაკლები მორატა და მეტი ბორხა გარსესი.”

ბორხა გარსესი “ატლეტიკოს” ერთ-ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია და მას “ახალ ფერნანდო ტორესს” უწოდებენ. ბორხა გარსესის დებიუტი გუნდში სექტემბერში შედგა, სადებიუტო გოლი კი მან “ეიბარის” წინააღმდეგ ნათამაშები ფრის დროს (1:1) გაიტანა.

მორატამ ატლეტიკოში სამედიცინო შემოწმება გაიარა

სტატიის ავტორი
-