მოულოდნელი სტატისტიკა – ბარსელონა კადისს 2006 წლიდან ვერ ამარცხებს

ლა ლიგის 32-ე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – “ბარსელონა” შინ “კადისთან” 0:1 დამარცხდა.

გარდა აღნიშნული ფაქტისა, კიდევ უფრო მოულოდნელი ის არის, რომ კატალონიელებისთვის გუშინდელი მეტოქე საკმაოდ უხერხული გახდა. “ბარსელონამ” ბოლოს “კადისს” 2006 წელს მოუგო. ამის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 2-ჯერ გამარჯვება “კადისს” დარჩა.

აღნიშნული გამარჯვებით “კადისმა” გასავარდ ზონას თავი დააღწია. რაც შეეხება “ბარსელონას”, 60 ქულით “ბლაუგრანა” მეორეა.

მოულოდნელი სტატისტიკა – ბარსელონა კადისს 2006 წლიდან ვერ ამარცხებს

სტატიის ავტორი
-