მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

ვებგვერდმა, WhoScored.com-მა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა.

გუნდში ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან მოხვდა. ყველაზე მაღალი შეფასება კი ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, (8,4) დაიმსახურა.

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული WhoScored-ის ვერსიით:

მეკარე – ვოიცეხ შჩესნი (8,2)

მცველები – აშრაფ ჰაკიმი (7,5), ჟან-შარლ კასტელეტო (7,7), ჰარი მაგუაიერი (7,4), ტეო ერნანდესი (8.0).

ნახევარმცველები – ბრუნო ფერნანდეში (8,4), ფრენკი დე იონგი (7,7), კაზემირო (7,0).

თავდამსხმელები – კილიან მბაპე (7,8) ლეო მესი (7,9), ანტუან გრიზმანი (7,7).


მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა. მუნდიალი დღეს მერვედფინალური ეტაპით გაგრძელდება – ნიდერლანდები აშშ-ს შეხვდება, არგენტინა კი – ავსტრალიას.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

სტატიის ავტორი
-