მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები 42,270 ფუნტი ღირს

ფეხბურთის სამყარო ყოველ 4-წელიწადში ერთხელ დიდ ზეიმს – “მსოფლიო ჩემპიონატს” აღნიშნავს.

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს, სადაც საფინალო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 42,270 ფუნტი (ფასი მოცემულია 2 ბილეთზე) იქნება.

მომავალ წელს, მსოფლიო თასი პირველად მიემართება შუა აღმოსავლეთში. ევროპის ქვეყნებისათვის მსოფლიოს შესარჩევი ღონისძიება ამ თვეში ანუ მარტში იწყება.

42,270 ფუნტად თქვენ შეძლებთ საუკეთესო ადგილების შეძენას ფინალისთვის ამჟამად მშენებარე ახალ სტადიონზე, რომელიც ამ წლის ბოლოს გაიხსნება და ასევე გექნებათ ექვსჯერადი კვებას დამატებული სასმელები ბარიდან.


მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები 42,270 ფუნტი ღირს 1


ვებსაიტი ასევე გთავაზობთ დაცულ პარკინგს და განსაკუთრებულ სამახსოვრო საჩუქარს, თუმცა რას გულისხმობს საჩუქარი ცნობილი არაა.

MATCH Hospitality ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც FIFA-ის მიერ უფლებამოსილია მყიდველს/მომხმარებელს შესთავაზოს და უზრუნველყოს ექსკლუზიური ბილეთები “FIFA World Cup Qatar 2022”-ის ყველა მატჩზე.

 

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები 42,270 ფუნტი ღირს

სტატიის ავტორი
-