მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი პორტუგალიურ გუნდთან გააფორმა

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 55 წლის კაზუიოში მიურა კარიერას ,,ოლივეირენსეში” გააგრძელებს, რომელიც პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს.

იაპონელი პორტუგალიურ გუნდს ,,იოკოჰამადან” იჯარით შეუერთდა.

მიურას პროფესიონალური კარიერა 1986 წელს ,,სანტოსში” დაიწყო. 1990-2000 წლებში კაზუიოში იაპონიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა.

,,ოლივეირენსე” პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 18 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კონტრაქტი პორტუგალიურ გუნდთან გააფორმა

სტატიის ავტორი
-