მუნდიალი 2022 | ჯერდან შაჩირი: “საკუთარ თავს ვერ ვაჯობეთ და ძალები სრულად ვერ ვაჩვენეთ”

კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, შვეიცარიის ნაკრებმა გამოსვლა 1/8-ფიანლურ ეტაპზე დაასრულა, რომელშიც პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან დიდი ანგარიშით – 1:6 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების ლიდერმა, ჯერდან შაჩირიმ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატა.

“ფორმაცია შევცვალეთ, შესაძლოა ამან თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ მატჩი პირველ ტაიმში წავაგეთ.

პლეი-ოფის დონეზე თამაშის დროს საჭიროა, რომ ყველამ შეძლოს და გასცდეს თავის საზღვრებს. ჩვენ ვართ შვეიცარია და ჩვენ გუნდურად ყოველთვის ძლიერები ვიყავით.

წარმატების მისაღწევად ყველას ბრწყინვალება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შანსი არ გვაქვს.

სწორედ ეს იყო დღეს პრობლემა – როგორც გუნდმა ვერ მოვახერხეთ ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება. შესაბამისად, დღეს თამაში წავაგეთ”, – თქვა 31 წლის ნახევარმცველმა.

შვეიცარიის ნაკრების დამმარცხებელი პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი “ალ თუმამას” სტადიონზე, 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მუნდიალი 2022 | ჯერდან შაჩირი: “საკუთარ თავს ვერ ვაჯობეთ და ძალები სრულად ვერ ვაჩვენეთ”

სტატიის ავტორი
-