მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

3 დეკემბერს, გულშემატკივარმა ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება იხილა – ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, ხოლო არგენტინამ, ასევე სანახაობრივ მატჩში ავსტრალია 2:1 დაამარცხა.

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

4 დეკემბერს, კიდევ ორი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართება. მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას საფრანგეთი, პოლონეთი, ინგლისი და სენეგალი შეეცდებიან.

03.12.2022 – 19:00 საფრანგეთი Vs. პოლონეთი

03.12.2022 – 23:00 ინგლისი Vs. სენეგალი

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


საფრანგეთი Vs. პოლონეთი


საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ლორისი – კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, დემბელე, გრიზმანი, მბაპე, ჟირუ.

https://twitter.com/FrenchTeam/status/1599402472191053829

პოლონეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

შჩესნი – გლიკი, კივიორი, ბერეშინსკი, კეში, კრიხოვიაკი, შიმანსკი, კამინსკი, ზელინსკი, ფრანკოვსკი, ლევანდოვსკი.

https://twitter.com/LaczyNasPilka/status/1599395598129430529
1:0 ჟირუ
2:0 – მბაპე
3:0 – მბაპე
3:1 – ლევანდოვსკი
მატჩის მიმოხილვა:
დეშამი: ,,სუბიექტური ვარ, რადგან ფრანგი ვარ და თანაც მისი მწვრთნელი, მაგრამ, დიახ, მბაპე ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
ის ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მიუხედვად იმისა, რომ მას თითქმის ერთი საათი საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, აქვს უნარი, შეხვედის მიმდინარეობა ნებისმიერ მომენტში შეცვალოს.”

კილიან მბაპემ, რომელიც პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შეხვედრის შემდეგ ინტერვიუზე ისევ უარი თქვა. ამის მიზეზი ის არის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლუდის კომპანია ,,ბუდვაიზერის” სახელობისაა. კილიანს კი ალკოჰოლური სასმლის ბრენდის რეკლამირება არ სურს.

პირველი უარის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, მეორე შემთხვევაში კი 10 200 ევროთი დაჯარიმდა.

დღეს მბაპემ განაცხადა, რომ ჯარიმას თავად გადაიხდის: ,,პირადი გადაწყვეტილებების გამო, ჯარიმა ფედერაციამ არ უნდა გადაიხადოს.”


ინგლისი Vs. სენეგალი


ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

პიკფორდი – უოკერი, შოუ, რაისი, სტოუნსი, მაგუაიერი, ჰენდერსონი, ბელინგემი, საკა, ფოდენი, კეინი

https://twitter.com/England/status/1599458794290892800?ref_src=twsrc%5Egoogle%7Ctwcamp%5Eserp%7Ctwgr%5Etweet

სენეგალის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

მენდი – კულიბალი, დიალო, იაკობსი, საბალი, მენდი, სისი, დიატა, სარი, ნდიაიე, დია.

https://twitter.com/FootballSenegal/status/1599461032233435136?ref_src=twsrc%5Egoogle%7Ctwcamp%5Eserp%7Ctwgr%5Etweet

1:0 ჰენდერსონი

2:0 – კეინი

3:0 – საკა

მატჩის მიმოხილვა:

მუნდიალი 2022 | მე-15 სათამაშო დღე

სტატიის ავტორი
-