მუნდიალი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები ინგლისს ეყოლება

Transfermarkt-მა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები დაასახელა.

ვებგვერდის მონაცემებით, ათეულში პირველ პოზიციაზე ინგლისის ეროვნული ნაკრებია, რომლის შემადგენლობაც 1,26-მილიარდ ევროდაა შეფასებული.

მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს – ,,სელესაოს” ფეხბურთელთა საერთო ფასი 1,14 მილიარდი ევროა. მესამე ადგილზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – საფრანგეთია (1,03 მილიარდი ევრო).

10 ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე:

  1. ინგლისი (1,26 მილიარდი ევრო)
  2. ბრაზილია (1,14 მილიარდი ევრო)
  3. საფრანგეთი (1,03 მილიარდი ევრო)
  4. პორტუგალია (937 მილიონი ევრო)
  5. გერმანია (886 მილიონი ევრო)
  6. ესპანეთი (872 მილიონი ევრო)
  7. არგენტინა (645 მილიონი ევრო)
  8. ნიდერლანდები (587 მილიონი ევრო)
  9. ბელგია (563 მილიონი ევრო)
  10. ურუგვაი (450 მილიონი ევრო)

https://twitter.com/TMuk_news/status/1592860032592289792

მუნდიალი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები ინგლისს ეყოლება

სტატიის ავტორი
-