2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა.
ყველასათვის მოულოდნელად, C-ჯგუფის შეხვედრაში, არა მხოლოდ ქვეჯგუფის – არამედ მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა (1:2).
საუდის არაბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, “ალბისელესტეს” 36-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
C-ჯგუფის მომდევნო შეხვედრას არგენტინა 26 ნოემბერს, მექსიკის წინააღმდეგ გამართავს. უპრინციპულესი მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.