არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მისი ანგარიში დაბლოკა:
,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიღებული ბევრი შეტყობინების გამო, ჩემი ინსტაგრამი რამდენიმე დღით დაბლოკილი იყო.
მილიონობით შეტყობინება მქონდა და მათ დამბლოკეს,” – მესის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.