მუნიემ ევროპის ჩემპიონატზე უნიკალური ფაქტი დააფიქსირა

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 3:0 დაამარცხა.

მატჩში ერთი გოლი გაიტანა ტომა მუნიემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

ბელგიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპირველობის ისტორიაში, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თავი პირველივე ნახევარში გამოიჩინა – მცველმა გოლის გატანა მოედანზე შესვლიდან 7 წუთში, 34-ე წუთზე შეძლო.

მუნიემ ევროპის ჩემპიონატზე უნიკალური ფაქტი დააფიქსირა

სტატიის ავტორი
-