ნაგელსმანი თუ ლუის ენრიკე?! – ჩელსი დიდი დილემის წინაშეა

ლონდონის “ჩელსი” ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. ამჟამად “არისტოკრატების” დროებითი მწვრთნელი, ამავე კლუბის ლეგენდა – ფრენკ ლამპარდია, რომელიც სეზონის ბოლო კლუბს დატოვებს.

ლონდონური კლუბის მფლობელის – ტოდ ბოელის თქმით, ისინი ამ ეტაპისთვის მხოლოდ 2 კანდიდატურას განიხილავენ, გერმანელ – იულიან ნაგელსმანსა და ესპანელ – ლუის ენრიკეს.

მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატები” ნაგელსმანს უკვე გაესაუბრნენ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ გერმანელი თავკაცი ლონდონურ კლუბს მომავალი სეზონიდან გაუძღვება, ისინი არ ეშვებიან კომუნიკაციას ლუის ენრიკესთან, რომელმაც წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთის ნაკრები დატოვა.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1649050400010702851?fbclid=IwAR10HhbQSSvxPPqdGpZEUVwInZmkydN66yW54j4siwxXd977lp3jh5_H3ls

შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 31 ტურის შემდეგ, ლონდონელები პრემიერ ლიგის გათამაშებაში 39 ქულით, მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.

ნაგელსმანი თუ ლუის ენრიკე?! – ჩელსი დიდი დილემის წინაშეა

სტატიის ავტორი
-