ნაკრებში გამოძახების გამო ბუბაქარ კამარამ თაფლობის თვე დატოვა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისთვის გამოძახებულმა ბუბაქარ კამარამ, ნაკრებში თამაშის გამო, თაფლობის თვე ნაადრევად შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, 23 წლის ფეხბურთელს ერთი წუთიც არ უთამაშია.

კამარას მეუღლე სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებდა მათი თაფლობის თვის კადრებს. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, წყვილს აეროპორტში დაბრუნება მოუწია, რადგან დიდიე დეშამმა კამარა ნაკრებში გამოიძახა.


ნაკრებში გამოძახების გამო ბუბაქარ კამარამ თაფლობის თვე დატოვა 1


“არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო” – წერს კამარას მეუღლე საკუთარ Instagram-ზე.

სამწუხაროა, რომ ნახევარმცველს ეს თავგანწირვა არ დაუფასდა. საბერძნეთთან და გიბრალტართან გამართულ შეხვედრებში კამარას ერთი წუთიც კი არ მიუღია.

ნაკრებში გამოძახების გამო ბუბაქარ კამარამ თაფლობის თვე დატოვა

სტატიის ავტორი
-