ნაპოლიმ მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

იტალიური “ნაპოლი” მექსიკის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა.

ირვინგ ლოსანო ოფიციალურად “ნაპოლის” ფეხბურთელია.

24 წლის მექსიკელი შემტევი იტალიურ კლუბში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და იქ 2024 წლამდე დარჩება.

ირვინგ ლოსანო “პსვ”-ს ღირსებას იცავდა. მან ჰოლანდიურ კლუბში სამი სეზონი გაატარა და 79 თამაშში 40 ბურთი გაიტანა. მექსიკის ეროვნულ ნაკრებში ლოსანო 2016 წლიდან თამაშობს. ეროვნულ გუნდში მან 35 მატჩის ცატარება მოასწრო და 9 ბურთის გატანა შეძლო.

ნაპოლიმ მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

სტატიის ავტორი
-