ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ, ნეაპოლურმა გუნდმა კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ნაპოლის 2018 წელს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მიმდინარე სეზონში სერია A-ში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და გუნდის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო, იტალიელ სპეციალისტი გუნდიდან დაითხოვეს

სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ნეაპოლურ გრანდს ჯენარო გატუზო გაწვრთნის. “მილანისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდა, “როსონერის” 2017-2019 წლებში წვრთნიდა, შემდეგ კი მილანური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით “რინო”, მარკო ჯამპაოლომ ჩაანაცვლა.

გადაწვეტილება ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ამ საღამოს დაადასტურა.

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

სტატიის ავტორი
-