ნათან აკე ქალაქელია – მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდიელი მცველი შეიძინა

მანჩესტერ სიტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ტრანსფერი საბოლოოდ შედგა და ნათან აკე “ქალაქელების” ფეხბურთელი გახდა.

ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი პეპ გვარდიოლას გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებული “ბორნმუთი” 45 მილიონ ევროს მიიღებს.

აკე, რომელიც “ფეიენოორდის” აკადემიის აღზრდილია, 2011-17 წლებში, ლონდონის “ჩელსიში” ირიცხებოდა და “რედინგსა” და “უოტფორდში” იყო განათხოვრებული.

ნათან აკე ქალაქელია – მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდიელი მცველი შეიძინა

სტატიის ავტორი
-